Вы здесь: » » Pussy Riot-ის საპროტესტო ​პერფორმანსი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე [ფოტო] в закладки
Название сайта
Pussy Riot-ის საპროტესტო ​პერფორმანსი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე [ფოტო]

Pussy Riot-ის საპროტესტო ​პერფორმანსი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე [ფოტო]

15-07-2018, 10:49
Комментировать
1 459
Не работает видео?

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის მსვლელობა დაახლოებით ერთი წუთით Pussy Riot-ის პროტესტის გამო შეჩერდა. საფრანგეთსა და ხორვატიას შორის გამართული თამაშის მეორე ტაიმზე ქალთა პანკროკჯგუფის წევრები სტადიონზე შეიჭრნენ. 

სამ ქალს და ერთ მამაკაცს პოლიციის ფორმები ეცვათ. მათ მინდორზე დაახლოებით 50 მეტრის სიღრმეში სხვადასხვა მიმართულებით სირბილი დაიწყეს, თუმცა სტადიონიდან წესრიგის დამცველებმა აქტივისტები მალევე გაიყვანეს. ამჟამად ქალთა პანკროკჯგუფის წევრები პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან. 

Reuters-მა დაკავებულებიდან ერთთან გასაუბრება მოახერხა. ოლგა კურაჩიოვამ საინფორმაციო სააგენტოს სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა, რომ ამჟამად პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან. თუმცა, სხვა დეტალებზე არ უსაუბრია, რადგან, როგორც აქტივისტმა აღნიშნა, პოლიცია მისთვის ტელეფონის ჩამორთმევას ცდილობდა.
მოგვიანებით Facebook-ის პირად გვერდზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა ქალთა პანკროკჯგუფმა. Pussy Riot-ის წარმომადგენლებით თქმით, ისინი საფეხბურთო მატჩის ჩაშლას რუსეთში ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე ყურადღების გამახვილების მიზნით ცდილობდნენ. 

სკანდალური Pussy Riot-ი უკვე რამდენიმე წელია კრემლისა და ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ილაშქრებს. პანკროკჯგუფი პირველად საერთაშორისო ყურადღების ცენტრში 2012 წელს მოექცა, როდესაც რუსეთის მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტი ეკლესიაში გამართა. მას შემდეგ Pussy Riot-ი კრემლის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოა.скачать dle 12.1
პოპულარულები
ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო კანდიდატად ლევან კობიაშვილი დარეგისტრირდა
ფეხბურთელების წარმოუდგენელი ტრანსფორმაციები
5-წლიანი კონტრაქტი, 10 მილიონი წელიწადში და რაბიოსთან შეთანხმება მიღწეულია
"გიორგი არაბიძე "შახტარის" აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი წევრია"
ჩაკვეტაძეს გარღვევა და გოლი მეტოქის კარში - ქართველი კვლავ სასარგებლოა!
დღის გმირი: ინგლისელმა მცველმა ორ წუთში გოლი გაიტანა და პენალტი მოიგერია... (+VIDEO)
ლევანტე 2-1 ბარსელონა | სრული მიმოხილვა | Copa Del Rey.
მარგველაშვილმა კაშია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა
გვარდიოლას ეროვნული ნაკრების გაწვრთნის სურვილი აქვს
ჩაკვეტაძე "გენტს" ზამთარშივე დატოვებს? - ბელგიური კლუბი შემტევს ეძებს
Оцените работу движка
Облако тегов