Вы здесь: » » იტალიელი აგენტი: მესის იტალიაში გადაყვანის მცირე შანსი მაქვს в закладки
Название сайта
იტალიელი აგენტი: მესის იტალიაში გადაყვანის მცირე შანსი მაქვს

იტალიელი აგენტი: მესის იტალიაში გადაყვანის მცირე შანსი მაქვს

14-12-2018, 14:39
Комментировать
3 669
Не работает видео?

იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა ალესიო სუნდასმა განაცხადა, რომ "ბარსელონადან" მილანის "ინტერში" ლიონელ მესის ტრანსფერის ორგანიზება სურს.

მან აღნიშნა, რომ ამის გაკეთება ჯერ კიდევ გასულ წელს სურდა.

"ბოლო დღეებში "ბარსელონას" გენერალურ დირექტორთან და ლიონელის მამასთან რამდენიმე წერილი გავგზავნე და პასუხებიც მივიღე. ამ ჯერზე მათ მტკიცე უარყოფითი პასუხი არ ჰქონდათ, როგორც ეს წინაზე იყო.

ვფიქრობ, მესის იტალიაში გადაყვანის მცირე შანსი მაქვს. თავიდან მესის ტრანსფერი "ნაპოლიში" მსურდა, რადგან ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ნეაპოლში მარადონას ისტორიის გამეორება შეუძლია. თუმცა ყველა კლუბს არ შეუძლია ისეთი ფეხბურთელისშეძენა, როგორიც ლეოა.

"მილანს" ახლა რთული სიტუაცია აქვს ფინანსური ფეარ-პლეის გამო. ვფიქრობ, "ინტერი" მესის შეძენის ერთადერთი პრეტენდენტია. ეს რონალდოს ტურინის "იუვენტუსში" გადასვლის მსგავსი იქნება", - ციტირებს სუნდას Calciomercato.com-ი.

აქვე გეტყვით, რომ ეს ტრანსფერი ძალიან რთული გასაკეთებელი იქნება. ფინანსური დეტალები რომ გვერდზე გადავდოთ, "ინტერში" თამაშობს მაურო იკარდი, ვისთანაც ცუდი ურთიერთობა აქვს ლიონელ მესის.

ეს ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მაქსი ლოპესის ცოლი მაურო იკარდისთან წავიდა და ამის გამო იკარდი მოღალატედ შერაცხეს და არგენტინის ნაკრებში არ იწვევდნენ. უფრო მეტი ამის შესახებ ჩვენს სტატიაში შეგიძლიათ წაიკითხოთ.скачать dle 12.1
პოპულარულები
ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო კანდიდატად ლევან კობიაშვილი დარეგისტრირდა
ფეხბურთელების წარმოუდგენელი ტრანსფორმაციები
5-წლიანი კონტრაქტი, 10 მილიონი წელიწადში და რაბიოსთან შეთანხმება მიღწეულია
"გიორგი არაბიძე "შახტარის" აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი წევრია"
ჩაკვეტაძეს გარღვევა და გოლი მეტოქის კარში - ქართველი კვლავ სასარგებლოა!
დღის გმირი: ინგლისელმა მცველმა ორ წუთში გოლი გაიტანა და პენალტი მოიგერია... (+VIDEO)
ლევანტე 2-1 ბარსელონა | სრული მიმოხილვა | Copa Del Rey.
მარგველაშვილმა კაშია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა
გვარდიოლას ეროვნული ნაკრების გაწვრთნის სურვილი აქვს
ჩაკვეტაძე "გენტს" ზამთარშივე დატოვებს? - ბელგიური კლუბი შემტევს ეძებს
Оцените работу движка
Облако тегов