Вы здесь: » » "კეინი, იოზილი, ფაბრეგასი, ჩაკვეტაძე" - Mundodeportivo ზამთრის შესაძლო ტრანსფერების შესახებ в закладки
Название сайта
"კეინი, იოზილი, ფაბრეგასი, ჩაკვეტაძე" - Mundodeportivo ზამთრის შესაძლო ტრანსფერების შესახებ

"კეინი, იოზილი, ფაბრეგასი, ჩაკვეტაძე" - Mundodeportivo ზამთრის შესაძლო ტრანსფერების შესახებ

9-12-2018, 11:32
Комментировать
4 704
Не работает видео?

ქართველი გიორგი ჩაკვეტაძით, რომ ბევრი ევროპული კლუბი ინტერესდება ქართველი გულშემატკივრისთვის არახალია, ამჯერად გავლენიანი სპორტული გამოცემა Mundodeportivo ბოლო პერიოდის სავარაუდო ტრანსფერების შესახებ წერს, სადაც საუბარი ისეთი ვარსკვლავების გვერდით, როგორებიც ჰარი კეინი, მესუთ იოზილი და ცესკ ფაბრეგასია, გიორგი ჩაკვეტაძეზეც არის.

ესპანური გამოცემა ჰარი კეინს მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონას" უკავშირებს და სავარაუდო ფასად 200 მილიონს ასახელებს, Mundodeportivo-ს ინფორმაციით, მესუთ იოზილი "ინტერს" 28 მილიონი ევროს სანაცვლოდ უნდა შეუერთდეს, ხოლო ცესკ ფაბრეგასით, რომელსაც "ჩელსიში" დიდი სათამაშო დრო არ გააჩნია, "მილანია" დაინტერესებული.

რაც შეეხება ახალგაზრდა გიორგიჩაკვეტაძეს, ესპანური გამოცემა ქართველ ფეხბურთს "რომას" უკავშირებს და წერს, რომ პირადად რომას სპორტული დირექტორია მისით დაინტერესებული.

"Il Messaggero-ის მიერ სამშაბათს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "რომას" დირექტორი მონჩი ქართველი გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით ინტერესდება, ახალგაზრდა ტალანტი იმითაც გახდა ცნობილი, რომ მან ერთა ლიგის ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა, შემტევს ბელგიურ "გენტთან" კონტრაქტი 2020 წლის ივნისამდე აკავშირებს." - ვკითხულობთ Mundodeportivo-ზე. 

გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში "გენტის" რიგებში 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.скачать dle 12.1
პოპულარულები
ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო კანდიდატად ლევან კობიაშვილი დარეგისტრირდა
ფეხბურთელების წარმოუდგენელი ტრანსფორმაციები
5-წლიანი კონტრაქტი, 10 მილიონი წელიწადში და რაბიოსთან შეთანხმება მიღწეულია
"გიორგი არაბიძე "შახტარის" აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი წევრია"
ჩაკვეტაძეს გარღვევა და გოლი მეტოქის კარში - ქართველი კვლავ სასარგებლოა!
დღის გმირი: ინგლისელმა მცველმა ორ წუთში გოლი გაიტანა და პენალტი მოიგერია... (+VIDEO)
ლევანტე 2-1 ბარსელონა | სრული მიმოხილვა | Copa Del Rey.
მარგველაშვილმა კაშია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა
გვარდიოლას ეროვნული ნაკრების გაწვრთნის სურვილი აქვს
ჩაკვეტაძე "გენტს" ზამთარშივე დატოვებს? - ბელგიური კლუბი შემტევს ეძებს
Оцените работу движка
Облако тегов