Вы здесь: » » "გიორგი არაბიძე "შახტარის" აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი წევრია" в закладки
Название сайта
"გიორგი არაბიძე "შახტარის" აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი წევრია"

"გიორგი არაბიძე "შახტარის" აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი წევრია"

8-01-2019, 14:26
Комментировать
556
Не работает видео?
უკრაინული სპორტული გამოცემა Tribuna.com-ის ბლოგერი ტარას დმიტრიკი 20 წლის ქართველ შემტევს, გიორგი არაბიძეს ვრცელ სტატიას უძღვნის და ახალგაზრდა ფეხბურთელს "შახტარის" აკადემიის ერთ-ერთ ყველაზე დაუფასებელ მოთამაშედ აფასებს.

სტატიიდან მცირე ამონარიდს წარმოგიდგენთ:

"ჯერ კიდევ 2014 წელს, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების მატჩებში გამოაჩინა, რომ მისი ასაკის ფეხბურთელებისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად, სწორხაზოვნად უტევენ ხოლმე, მას უკვე საკუთარი გამორჩეული ტექნიკა და მოედნის ხედვა ჰქონდა.

ოსკარ ტაბერესმა, რომელმაც ურუგვაულ ფეხბურთში რევოლუცია მოახდინა, ახალგაზრდა მოთამაშეების შესაფასებლად ჩამოაყალიბა სამი მთავარი კრიტერიუმი: სისწრაფე, გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე და ტექნიკის დემონსტრირების სისწრაფე.არაბიძეში სამივე ეს კრიტერიუმი უმაღლეს დონეზეა კონცენტრირებული. 

გიორგი არაბიძის კარიერის ეს ეტაპი (2014-2018) არის იმის ნიმუში, თუ როგორ განვითარდა გუნდის სისტემის გავლენის ქვეშ საოცარი ნიჭით დაჯილდოებული ინდივიდუალისტი ფეხბურთელი. ამისთვის მას ყველაფერი აქვს: ხაზებს შორის შესანიშნავი პასის უნარი, მოედნის ხედვა და დიაგონალური პასები.

თუმცა მისი მუდმივად ცენტრში გამოყენება, რა პოზიციაზეც მას პორტუგალიაში თამაში უწევს, ეფექტური არ არის. მისი გამოყენება ფლანგზე უმჯობესია. მას გადაწყვეტილების მიღება ძალიან სწრაფად შეუძლია, სწრაფად აფასებს სიტუაციას და კარგადაც ასრულებს მომენტს. 

დონეცკის "შახტარში" გატარებულმა სამმა წელმა მას მისცა საშუალება, რომ ეპოვა ბალანსი ინდივიდუალიზმსა და გუნდურობას შორის, ახლა კი მისი ბალანსი ამ ორ უკიდურესობას შორის დაკარგულია" - ვკითხულობთ Tribuna.com-ზე.скачать dle 12.1
პოპულარულები
ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო კანდიდატად ლევან კობიაშვილი დარეგისტრირდა
ფეხბურთელების წარმოუდგენელი ტრანსფორმაციები
5-წლიანი კონტრაქტი, 10 მილიონი წელიწადში და რაბიოსთან შეთანხმება მიღწეულია
"გიორგი არაბიძე "შახტარის" აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი წევრია"
ჩაკვეტაძეს გარღვევა და გოლი მეტოქის კარში - ქართველი კვლავ სასარგებლოა!
დღის გმირი: ინგლისელმა მცველმა ორ წუთში გოლი გაიტანა და პენალტი მოიგერია... (+VIDEO)
ლევანტე 2-1 ბარსელონა | სრული მიმოხილვა | Copa Del Rey.
მარგველაშვილმა კაშია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა
გვარდიოლას ეროვნული ნაკრების გაწვრთნის სურვილი აქვს
ჩაკვეტაძე "გენტს" ზამთარშივე დატოვებს? - ბელგიური კლუბი შემტევს ეძებს
Оцените работу движка
Облако тегов