Вы здесь: » » მენი პაკიაომ ნოკაუტით მოიგო და ისევ მსოფლიო ჩემპიონი გახდა в закладки
Название сайта
მენი პაკიაომ ნოკაუტით მოიგო და ისევ მსოფლიო ჩემპიონი გახდა

მენი პაკიაომ ნოკაუტით მოიგო და ისევ მსოფლიო ჩემპიონი გახდა

15-07-2018, 10:38
Комментировать
1 100
Не работает видео?

მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში საკრივო ორთაბრძოლა გაიმართა, რომლის შემდეგაც, ლეგენდარული ფილიპინელი მოკრივე მენი პაკიაო ისევ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ამჯერად, მან ნახევრადსაშუალო წონაში WBA-ის ტიტული მოიპოვა. 

39 წლის პაკიაოს მეტოქე არგენტინელი ლუკას მატისე იყო. ფილიპინელმა პირველივე რაუნდში აქტიურად დაიწყო წინ წასვლა, კარგ კომბინაციებს ატარებდა და მკვეთრი დარტყმებით ახლო მანძილზე არ უშვებდა მეტოქეს. 

პირველ უსიამოვნო მომენტს მატისესთვის მესამე რაუნდში ჰქონდა ადგილი, როცა ის მოულოდნელი აპერკოტისგან რინგზე დაეცა. ამ ნოკდაუნით გამოიკვეთა პაკიაოს დიდი უპირატესობა. 
მენი აქტიურ შეტევებს აგრძელებდა, თუმცა მატისემაც დაიწყო მიზანში მოხვედრა და თითქოს გაათანაბრა ბრძოლის მსვლელობა, მაგრამ მეხუთე რაუნდის ბოლოს, მეორედ მოხვდა ნოკდაუნში.
ყველაფერი მეშვიდე რაუნდში დასრულა. პაკიაოს მორიგი შეტევისა და აპერკოტის შემდეგ, მატისე ისევ ცალ მუხლზე დაეშვა და ბრძოლა შეწყვიტა. 

მენი პაკიოამ ბოლო ბრძოლა ერთი წლის წინ ჩაატარა, როცა ქულებით წააგო ავსტრალიელ ჯეფ ჰორნთან. მისთვის ეს იყო მე-60 მოგება კარიერაში, აქედან 39-ჯერ ნოკაუტით გაიმარჯვა. პაკიაოს, აგრეთვე, შვიდი წაგება და ორი ფრე აქვს. ფილიპინელი არის ერთადერთი მოკრივე, რომელიც რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი ყოფილა.скачать dle 12.1
პოპულარულები
ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო კანდიდატად ლევან კობიაშვილი დარეგისტრირდა
ფეხბურთელების წარმოუდგენელი ტრანსფორმაციები
5-წლიანი კონტრაქტი, 10 მილიონი წელიწადში და რაბიოსთან შეთანხმება მიღწეულია
"გიორგი არაბიძე "შახტარის" აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი წევრია"
ჩაკვეტაძეს გარღვევა და გოლი მეტოქის კარში - ქართველი კვლავ სასარგებლოა!
დღის გმირი: ინგლისელმა მცველმა ორ წუთში გოლი გაიტანა და პენალტი მოიგერია... (+VIDEO)
ლევანტე 2-1 ბარსელონა | სრული მიმოხილვა | Copa Del Rey.
ნეიმარის პასუხი ფეხბურთელს, რომელმაც მას ფეხი ზედიზედ სამჯერ ჩაარტყა
ჟირონა - ბარსელონა 0:2 მიმოხილვა LaLiga
მარგველაშვილმა კაშია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა
Оцените работу движка
Облако тегов