Вы здесь: » » სუპერლიგა | დინამომ ოლიმპს 1 ქულით მოუგო და ლიდერებს მიუახლოვდა в закладки
Название сайта
სუპერლიგა | დინამომ ოლიმპს 1 ქულით მოუგო და ლიდერებს მიუახლოვდა

სუპერლიგა | დინამომ ოლიმპს 1 ქულით მოუგო და ლიდერებს მიუახლოვდა

21-12-2018, 16:05
Комментировать
964
Не работает видео?

საკალათბურთო სუპერლიგის მე-6 ტურში დინამომ ერთი ქულის სხვაობით, 80:79 სძლია ოლიმპს და წარმატებული სერია 4 მატჩამდე გაზარდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ინტრიგამ ბოლო წამამდე გასტანა. პირველ პერიოდში დინამო უკეთ თამაშობდა და მეოთხედი 6-ქულიანი უპირატესობით მოიგო, 25:19.

მეორე მეოთხედში ოლიმპი გააქტიურდა, განსაკუთრებით კი ნიკა დარბაიძე გამოირჩა, რომელიც ფარქვეშ თამამად შედიოდა და სამქულიანიც ჩააგდო. ნიკას თანაგუნდელებმა აუბეს მხარი და ოლიმპმა ტაიმი 47:44 მოიგო. მესამე პერიოდიდან ქულა-ქულაში თამაში გაჩაღდა და გუნდები თანაბრად მივიდნენ ბოლო წუთამდე. ბოლოსწინა შეტევაში რეჯერ დოუელმა ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, დინამო 80:79 დააწინაურა და თამაში ასეც დასრულდა.

გამარჯვებული გუნდიდან 22 ქულით ყველაზე შედეგიანი რეჯერ დოუელი იყო. 20 ქულა მიითვალა მერაბ ბოქოლიშვილმა, დემაგოი ბუბალოს ანგარიშზე კი 19 ქულა და 9 მოხსნაა. ორმაგი დუბლით (10 ქულა, 13 მოხსნა) დაასრულა შეხვედრა ჯორდან სვოპშირმა. ოლიმპში 21 ქულით და 10 მოხსნით საუკეთესო იყო მარკ ოგდენი,  რევაზ როგავამ 14 ქულა მოაგროვა, ხოლო ნიკა დარბაიძემ 12. ამ გამარჯვების შემდეგ, დინამომ 10 ქულა მოაგროვა და მესამე ადგილზე აინაცვლა. ჩემპიონატს 11-11 ქულით ქუთაისი და თსუ-ჰიუნდაი ლიდერობენ.скачать dle 12.1
პოპულარულები
ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო კანდიდატად ლევან კობიაშვილი დარეგისტრირდა
ფეხბურთელების წარმოუდგენელი ტრანსფორმაციები
5-წლიანი კონტრაქტი, 10 მილიონი წელიწადში და რაბიოსთან შეთანხმება მიღწეულია
"გიორგი არაბიძე "შახტარის" აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი წევრია"
ჩაკვეტაძეს გარღვევა და გოლი მეტოქის კარში - ქართველი კვლავ სასარგებლოა!
დღის გმირი: ინგლისელმა მცველმა ორ წუთში გოლი გაიტანა და პენალტი მოიგერია... (+VIDEO)
ლევანტე 2-1 ბარსელონა | სრული მიმოხილვა | Copa Del Rey.
ნეიმარის პასუხი ფეხბურთელს, რომელმაც მას ფეხი ზედიზედ სამჯერ ჩაარტყა
ჟირონა - ბარსელონა 0:2 მიმოხილვა LaLiga
მარგველაშვილმა კაშია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა
Оцените работу движка
Облако тегов