Вы здесь: » » ფიჯიმ საქართველო დაამარცხა - 37:15 в закладки
Название сайта
ფიჯიმ საქართველო დაამარცხა - 37:15

ფიჯიმ საქართველო დაამარცხა - 37:15

16-07-2018, 10:42
Комментировать
359
Не работает видео?

წყნარი ოკეანის თასის მეორე შეხვედრაში „ბორჯღალოსნები“ ფიჯის დაუპირისპირდნენ და მატჩი დიდი ანგარიშით – 37:15 დათმეს. თამაში ფიჯელთა უპირატესობით დაიწყო – მე-14 და მე-17 წუთებზე სენილოლიმ დუბლი გაიფორმა და ფიჯი 7 ქულით დააწინაურა 10:3. ქართველი მორაგბეები თამაშში 23-ე წუთზე მოლით დადებული ლელოთი დაბრუნდნენ – 10:10. პირველი ტაიმის მიწურულს „ბორჯღალოსნებმა“ შესანიშნავი შეტევა შემოგვთავაზეს. ხმალაძემ ხაზი გაჭრა და ფრთაზე თოდუა მონახა, რომელმაც საქართველოს მორიგი ხუთი ქულა მოუტანა. პირველი ტაიმის ანგარიში – ფიჯი 10:15 საქართველო.
მეორე ტაიმის განსხვავებული სცენარით წარიმართა – მასპინძლებმა მოულოდნელად საქართველო შერკინებაშიც დაჩაგრეს და თამაშის სადავეები ხელთ იგდეს. „ბორჯღალოსნებმა“ დასკვნით 40 წუთში ქულის მოპოვება ვერ მოახერხეს, ხოლო ფიჯიმ კი 4 ლელო (ვატუბუა 49′, ლომანი 62′, ლომანი 78′, რადრადრა 80′) დადო და 37:15 იმარჯვა. საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 23 ივნისს გამართავს. „ბორჯღალოსნების“ მეტოქე იაპონია იქნება.скачать dle 12.1
პოპულარულები
ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო კანდიდატად ლევან კობიაშვილი დარეგისტრირდა
ფეხბურთელების წარმოუდგენელი ტრანსფორმაციები
5-წლიანი კონტრაქტი, 10 მილიონი წელიწადში და რაბიოსთან შეთანხმება მიღწეულია
"გიორგი არაბიძე "შახტარის" აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი წევრია"
ჩაკვეტაძეს გარღვევა და გოლი მეტოქის კარში - ქართველი კვლავ სასარგებლოა!
დღის გმირი: ინგლისელმა მცველმა ორ წუთში გოლი გაიტანა და პენალტი მოიგერია... (+VIDEO)
ლევანტე 2-1 ბარსელონა | სრული მიმოხილვა | Copa Del Rey.
მარგველაშვილმა კაშია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა
გვარდიოლას ეროვნული ნაკრების გაწვრთნის სურვილი აქვს
ჩაკვეტაძე "გენტს" ზამთარშივე დატოვებს? - ბელგიური კლუბი შემტევს ეძებს
Оцените работу движка
Облако тегов